„დიდი შვიდეული“უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვიზიტს მიესალმება. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის მცდელობები სადგურის გათიშვის უკრაინის ელექტრო ქსელიდან მიუღებელია.
შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ხელმძღვანელობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა. მისია ადგილზე მიმდინარე კვირის ბოლომდე ჩავა.