გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ახალ ანგარიშს აგზავნის.
უწყების ცნობით, რუსული დამოუკიდებელი მედიის ბოლოდროინდელი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების გამო, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ახლა რუსეთის ხელმძღვანელობიდან განზე დგას. ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინს კი პირდაპირ ოპერატიული მეთაურები აწვდიან.
სამინისტროს შეფასებით, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც ომის უშუალო გამოცდილება აქვთ, ალბათ, გამუდმებით დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო, რადგან რუსეთის პროგრესი შეფერხებულია.