ერასმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაცია "ამბრელას" ხელშეწყობით დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიმართა. ლუქსემბურგში თავი რვა ქვეყნის 35-მდე წარმომადგენელმა მოიყარა.
ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებლობა მიეცათ განევითარებინათ კომპეტენცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად ებრძოლონ ცრუ ინფორმაციას.
პროექტში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ხუთმა წარმომადგენელმა მიიღო.