16:36
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2018 წლის დასაწყისში სახელმწიფო საკუთრებაში 8 722 სხვადასხვა დასახელების ძვირფასი ლითონი, ძვირფასი ქვა და მათი ნაწარმი იყო
12-02-2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 1-ლი  იანვრის მდგომარეობით, სააგენტოს ნაშთად ერიცხება 8 ათას 722 სხვადასხვა დასახელების ძვირფასი ლითონი, ძვირფასი ქვა და მათი ნაწარმი, საიდანაც 2 ათას 518-ის ანუ 29%-ის დასახელება ღირებულების გარეშე, მხოლოდ რაოდენობრივი მახასიათებლებით არის აღრიცხული და რომელთა განკარგვის უზრუნველსაყოფად ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში სააგენტოს ძვირფასი ლითონის, ძვირფასი ქვების და მათი ნაწარმის რეალიზაციის პერიოდულობისა და რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე კრიტერიუმები არ გააჩნდა. ეს კი აუდიტის სამსახურის შეფასებით, გადაცემული ქონების განკარგვის არასათანადო კონტროლის მექანიზმებზე მიუთითებს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები