23:54
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2018 წლიდან მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის
18-10-2017



2018  წლიდან,  მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის. საქართველოს  ბანკმა, ფინანსთა  სამინისტროს  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხვედელობის სამსახურთან ერთად,  ბანკის  კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართა. ღონისძიების მიზანი იყო მათთვის  დეტალური ინფორმაციის მიწოდება  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მცირე და  საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო  სტანდარტები;  ასევე, საკანონმდებლო ცვლილები ბუღალტრული აღრიცხვისა და  ანგარიშგების სფეროში.

რეფორმის მიზანია, საქართველოში კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, კაპიტალის  ბაზრის  განვითარების  ხელშეწყობა და  საინვესტიციო გარემოს  გაუმჯობესება.

რეფორმის  განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს  ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას. ასევე მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ინვესტიციებისა და სასესხო რესურსების მოზიდვაში როგორც საერთაშორისო, ისე  ადგილობრივ ბაზარზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები