06:33
17 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
2018 წელს მილიონერების რიცხვი მსოფლიოში პირველად შემცირდა
11-07-2019

2018 წელს ყველა მილიონერის საერთო ქონებამ 3%-ით იკლო და 68 ტრილიონ 100 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Capgemini SA-ს კვლევაშია ნათქვამი. ყოველწლიური კვლევის World Wealth Report-ის მიხედვით კი, 2018 წელს მილიონერების რიცხვი 0,3 %-ით 18 მილიონამდეა შემცირებული.
ეს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველი რაოდენობრივი შემცირებაა. რაც საფონდო ბირჟებზე ცალკეული კომპანიების აქტივების გაუფასურებამ და საკვანძო ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებამ გამოიწვია.

ცნობისთვის, World Wealth Report-ი იყენებს მონაცემებს მსოფლიოს 71 ქვეყნიდან, რომლებზეც მსოფლიო სავალუტო შემოსავლების 98%-ი და გლობალური საფონდო ბაზრების კაპიტალიზაციის 99%-ი მოდის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები