ლევან შენგელიას წარმატებული დებიუტი გამოუვიდა ბერძნული სუპერლიგის კლუბ "პანეტოლიკოსის" ძირითად შემადგენლობაში. ეს მისი პირველი გოლია 2022 წლის 5 თებერვლის შემდეგ, როცა ბელგიური "ლეუვენის" შემადგენლობაში სტუმრად "ოსტენდეს" გაუტანა.
ამჯერად, მან თავის სტილში აიღო "არისის" კარი - მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ცენტრისკენ შეიწია და უკვე საჯარიმოში შესულმა ახლო კუთხეში გაიტანა. ქართველი შემტევი 70-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა კი 3:1 გაიმარჯვა.