შავნაბადის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის ავიაცია.
შავნაბადის ტყეში ხანძარი გუშინ, ტერიტორიაზე არსებულ ტყესა და მინდორს გაუჩნდა.