ქუთაისში „ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა“ და „ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩხობაძის კლინიკაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, შედეგად კი რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელსაა გათვალისწინებული.