სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები გახშირდა, - ამის შესახებ ტრაპიზონში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს განცხადებაშია აღნიშული.
განცხადებაში, რომლითაც საკონსულო თურქეთში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, აღნიშნულია, რომ ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, არაფრით არ არის დასაბუთებული და არ ხდება უარის მიზეზების განმარტება.
საკონსულოს მტკიცებით, მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო თითქმის ყოველდღიურად აღრიცხავს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებს.