
2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ ჯამში 132 ათასი ლიტრის საწვავი დაიხარჯა, - ამის შესახებ IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევა გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკებსა და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯებს.
როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დედამიწას დაახლოებით სამჯერ შემოუარეს.
კვლევაზე კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმაც გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ გუბერნატორების მიერ 2 წლის განმავლობაში გაწეული საწვავის ხაჯები მაღალი არაა.



