ლეონ ედვარდსმა UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა - Palitra News

ლეონ ედვარდსმა UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა

2022-08-22 09:53:42+04:00

ლეონ ედვარდსმა UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. იამაიკელმა მებრძოლმა, 5-რაუნდიან ბრძოლაში საშუალ-მსუბუქი წონის ჩემპიონი - კამარუ უსმანი დაამარცხა და ეს საოცარ სტილში გააკეთა.

ბრძოლა უცნაურად დაიწყო, ედვარდსმა, რომელიც სტრაიკერად ითვლება, UFC-ში ალბათ ყველაზე ძნელად წასაქცევი კაცი წააქცია და ამ ფაქტით ყველა გაოგნდა. შემდეგი რაუნდები კამარუმ სცენარი ისევ თავის თავზე მოირგო, მაგრამ შემდეგ მოხდა ის რასაც არავინ ელოდა.

გათიშული კამარუ - ედვარდსმა შეძლო ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

მეხუთე რაუნდის მიწურულს, "ნიგერიული კოშმარი" ედვარდსმა თავში მარცხენა ფეხის დარტყმით ძირს უგონოდ დააგდო. კამარუ ისე გაითიშა, რომ ბირმინგემელ მებრძოლს დამატებითი ძალისხმევის გამოყენება აღარ დასჭირდა.