ბათუმში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3x3 კალათბურთის ტურნირი ლოჯისტიკის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ მატჩებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა გუნდებმა კი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.