ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ვიზიტი განხორციელდა.
12-კაცინი ჯგუფი ღვინით ვაჭრობისა სფეროს წარმომადგენლებისა და მარკეტოლოგებით იყო დაკომპლექტებული. სტუმრებმა საქართველოში ვიზიტის დროს ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელი 40-მდე კომპანიის ღვინოები დააგემოვნეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა- ექსპორტზე 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო გავიდა. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.