უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები გუშინ, გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
თორნიკე ყრუაშვილი, ნიკას უახლოესი მეგობარი:
"ორივე - ნიკაც და ივიკოც არაჩვეულებრივი, უიშვიათესი, ყველანაირად კარგი ბიჭები იყვნენ. ნიკას უფრო კარგად ვიცნობდი და ასეთი წესიერი, პატიოსანი, მეგობრული და ჭკვიანი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. ძმებს ოჯახიც სანიმუშო აქვთ. ნიკა 2019 წელს გავიცანი, როცა უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ (სოციალური პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე) და პირველივე დღიდან დავმეგობრდით, იმ დღიდან ძმებივით ვიყავით, ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს. მერე კონფერენციებში ვიღებდით მონაწილეობას, ბოლოს ერთ სამსახურშიც ვმუშაობდით. ბოლო დროს ნიკა სატელეფონო ინტერვიუერი იყო, გამოკითხვებზე მუშაობდა “CRRS ჯორჯიაში”.
ის ყველანაირად წარმატებული და შემდგარი ადამიანი იყო, იყო სტიპენდიატი. სამეცნიერო სტატიები იყო, კონფერენციები, თუ სხვა, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. არ შემიძლია ნიკაზე წარსულში ლაპარაკი, ჯერ კიდევ არ ვარ გონზე... როგორც ვიცი, უჯარმა მისი დედის სოფელია და ყოველ წელს ჩადიოდნენ პაპა-ბებიასთან. გუშინწინაც ვესაუბრე, უბრალოდ, ეგ დეტალი არ ვიცოდი, მდინარეზე რომ დადიოდნენ საბანაოდ. წელს მამიდაშვილთან ერთად ჩავიდნენ სოფელში, გუშინ არ მისაუბრია ნიკასთან, არ შემოსულა და ვერ მოვახერხე მოკითხვა. ისვენებდა და არ გამკვირვებია... წაიკითხეთ სტატია სრულად