22 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური 1 წელზე უფრო დიდი პაუზის შემდეგ, 3-4 სექტემბერს ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ტატამის დაუბრუნდება. ავსტრიაში ევროპის ღია პირველობა გაიმართება, რა დროსაც ზუსტად 403 დღე იქნება გასული ტოკიოში ოლიმპიური ტრიუმფიდან - შეგახსენებთ, ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ლაშა ბექაურს არსად უჭიდავია.
ცნობისთვის, ობერვარტში 7 ქართველი ძიუდოისტი არის დარეგისტრირებული: გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), საბა კაპანაძე (-66), ვლადიმერ ახალკაცი (-81), ლაშა ბექაური (-90), ონისე სანებლიძე (-100), გიორგი ჩიქოვანი (-100) და გიორგი ბერიაშვილი (-100).