იტალიური მედიის ცნობით, 28 წლის ნიდერლანდელი შემტევი, მემფის დეპაი ბარსელონასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს, რათა იტალიაში გაემგზავროს და თავისუფალი აგენტის სტატუსით იუვენტუსს შეუერთდეს.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციო ინფორმაციით, ამის სანაცვლოდ, იუვენტუსი უარს იტყვის იმ ფინანსურ ბონუსებზე, რომელიც ტურინულ კლუბს მირალემ პიანიჩის „ბარსელონაში“ ტრანსფერის სანაცვლოდ ეკუთვნის.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეპაი და იუვენტუსი კონტრაქტის შესახებ ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა იტალიურ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდელი ფორვარდის აგენტსა და იუვენტუსის წარმომადგენლებს შორის 2-წლიანი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.