მიუნხენის „ბაიერნმა“ კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელ ლუკა პარკაძესთან – აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ბაიერნმა“ 2023/24 წლების სეზონზე ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერის უფლება მოიპოვა. მომდევნო ზაფხულს ლუკა პარკაძე მიუნხენში „დინამო თბილისიდან“ გადმოვა და „რეკორდსმაისტერთან“ გრძელვადიან კონტრაქტი გააფორმებს“ – წერია „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცნობისთვის, 2005 წელს დაბადებული ლუკა პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილა, მას საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია და ადგილის დამკვიდრება არცერთ გუნდში გასჭირვებია. ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ასევე გამორჩეულია როგორც გოლებით, ისე საგოლე გადაცემებით.
აღსანიშნავია, რომ პარკაძე გერმანიაში მხოლოდ შემდეგ წელს იმიტომ გადავა, რომ არასრულწლოვანია, გაისად ის 18 წლის იქნება და თამაშის უფლებასაც მიიღებს. რეკოდრმაისტერში წასვლამდე ნახევარმცველი თამაშს დინამო თბილისში გააგრძელებს. ცნობისთვის, მცირე ასაკის მიუხედავად, პარკაძეს დინამოს მთავარ გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა.