რუსეთის არმიამ კრივოი-როგის, სინელნიკოვსკის და ნიკოპოლის ტერიტორიები დაბომბა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება. მისი თქმით, კრივოი-როგის რაიონის აპოსტოლოვსკის თემში რუსებმა 36 წლის მამაკაცი მოკლეს. სოფელ პერშე ტრავნიაში საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. რეზნიჩენკოს თქმით, სინელნიკოვოს რაიონის მეჟოვის თემში ოკუპანტებმა 12 წლის ბიჭი დაჭრეს, როდესაც რუსული ჭურვები მის სახლში დაეცა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. ამასთან, რუსებმა ღამით ნიკოპოლის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც ქალაქში 20-მდე მაღალსართულიანი შენობა, ათეული მაღაზია, ლიცეუმი, ბანკი და ავტობუსის გაჩერება დაზიანდა.