განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და USAID საქართველოს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. მხარეებს შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა მოაწერეს. მემორანდუმი საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რაც განათლების ყველა მიმართულებით, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას გულისხმობს.