უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგანეტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები აღნიშნული ტერიტორიიდან. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოდ მოხვედრა მხოლოდ უკრაინის თავისუფალი ტერიტორიის გავლით შეუძლია. „არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგანეტოს მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მიღწევაში. მე და ბატონმა გუტერეშმა განვიხილეთ ამ მისიის პარამეტრები და ის ფაქტი, რომ მისიას შეუძლია ელექტროსადგურზე ძალიან სწრაფად და საკმაოდ უსაფრთხოდ მოხვედრა ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი ტერიტორიის გავლით - და მხოლოდ ასე.“-განაცხადა მან.