საქართველოს პრეზიდენტმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, შავი ზღვის ტერმინალი, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა. პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას, სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და ტვირთბრუნვას გაეცნო.