"რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ შესაძლოა, კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძოს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული და ესპანური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
"წითელ ეშმაკებს" შუა ხაზში გაძლიერება სურთ. გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალებების ცნობით, გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არც ბრაზილიელი ფეხბურთელია, რადგან ინგლისური კლუბი მას დიდ ანაზღაურებას სთავაზობს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მანჩესტერული გრანდი კაზემიროს კანდიდატურაზე მას შემდეგ გადაერთო, რაც იუვენტუსიდან ადრიენ რაბიოს ტრანსფერი ჩაიშალა. ბრიტანული გუნდი ფრანგ ნახევარმცველთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერში კაზემიროს შესაძლო ტრანსფერში გადამწყვეტი სიტყვა მადრიდელთა თავკაცს, კარლო ანჩელოტის ექნება. იტალიელი ჟურნალისტი ასევეე იუწყება, რომ ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, კაზემირო მადრიდულ გუნდში 2013 წელს "სან პაულოდან" 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და „ბლანკოსის“ რიგებში არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.