საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევი ლევან შენგელია ბელგიური "ლეუვენიდან" საბერძნეთის სუპერლიგის გუნდში "პანეტოლიკოსში" გადავიდა.
ბერძნული კლუბის საიტი იტყობინება, რომ ქართველმა "ლეუვენთან" გუშინ კონტრაქტი გაწყვიტა და ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.
ცნობისთვის, შენგელია ადრე "დილაში", "ტორპედოში", ფოთის "კოლხეთში", "ტუბიცეში", "დაეჯონში", თბილისის "დინამოსა" და "კონიასპორში" თამაშობდა. მან საქართველოს ნაკრებში 10 შეხვედრა ჩაატარა.
"პანეტოლიკოსმა" სუპერლიგაში დარჩენა შეძლო და 20 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში, სალონიკში პაოკ-ს დაუპირისპირდება.