პრემიერლიგაში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედში მოსალოდნელია ცვლილებები სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე.
ბრიტანული მედიის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგისთვის კრიშტიანო რონალდო აღარ არის 'პროექტის განუყოფელი ნაწილი' და ნიდერლანდელი სპეციალისტი მზადაა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავის სხვა გუნდში გადასვლას დათანხმდეს.
მოგეხსენებათ, რონალდუმ კლუბთან ერთად წინასასეზონო შეკრება არ გაიარა - მან ამის მიზეზად ოფიციალურად ოჯახური გარემოებები დაასახელა. ამ დროს ტენ ჰაგი კრიშტიანოს წასვლას ყველა ინტერვიუში გამორიცხავდა, თუმცა როგორც ჩანს, სეზონის სტარტმა მას აზრი შეაცვლევინა. ბრიტანული მედიასაშუალებები წერენ, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა 37 წლის ფეხბურთელის დამოკიდებულებით, როგორც თამაშებზე, ისე ვარჯიშებზე.
მედიასაშუალებების ცნობით, იუნაიტედმა უკვე დაიწყო ფორვარდის ძებნა, რომელიც რონალდოს შეცვლის და ორი ვატიანტიც დასახელდა. ერთი მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელი მათეუს კუნია, რომელშიც ესპანელები 50 მილიონ ევროს ითხოვენ, ინგლისელები კი ამ თანხის გადახდას არ აპირებენ. მეორე ვარიანტი ლესტერის 35 წლის შემტევი ჯეიმი ვარდია. ის "მელიების" ლეგენდაა და კლუბიც არ აპირებს მის გაყიდვას. მანამდე მანჩესტერს ალვარო მორატასაც უკავშირებდნენ, რომელმაც სეზონი დუბლით გახსნა და დიეგო სიმეონეს ნდობა კვლავ დაიბრუნა.
თავის მხრივ, რონალდო მიმდინარე ზაფხულს არაერთ გუნდს დაუკავშირეს, საუდის არაბეთში 300 მილიონიან კონტრაქტზე უარი კი თავად თქვა.
ამ დროისთვის არაფერია გარკვეული და დარჩენილ ორ კვირაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.