პოლონეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართია (81 კგ წონით კატეგორიაში .) ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა მთლიანობაში 3 ოქროს მედალი მოიპოვა - ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.
ესართიამ ატაცში 135 და 139 კგ დააფიქსირა და პირველობა არავის დაუთმო, ხოლო აკვრაში სამივე ცდა გამოიყენა - 165 კგ, 170 კგ და 176 კგ, შედეგად, ამ დისციპლინაშიც ოქროს მედალს დაეუფლა. ნიკოლოზს ორჭიდში 315 კგ დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა ლევან ოჩიგავა.