წლების განმავლობაში არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ ევროპა შესაძლოა ახალი ატომური სადგურის კატასტროფის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაარღვია უსაფრთხოების სტანდარტები, არამედ იმიტომ, რომ რომელიღაც სახელმწიფო განზრახ იყენებს ატომურ სადგურს ტერორისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენის დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამას აკეთებს ახლა რუსეთი.