Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, კარიერას ფრანგულ "ლორიენში" გააგრძელებს. რეგის ლე ბრისის გუნდმა ლიგა 1-ში პირველი მატჩი უკვე გამართა და რენი გასვლაზე 1-0 დაამარცხა. 21 წლის დავითაშვილს, რომელიც ახლა ბათუმის "დინამოს" წევრია, თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივის", ყაზანის "რუბინის", ვოლგოგრადის "როტორისა" და ტულას "არსენალში" უთამაშია.