ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცის ინფორმაციით, ისრაელი 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს. რეზერვისტების მობილიზაცია ღაზას სექტორში გამწვავებულ ვითარებას უკავშირდება. განცის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ემზადებიან ყველა სცენარისთვის, ყველა ფრონტზე, მათ შორის, ქვეყნის ჩრდილოეთით და ცენტრში. მისივე თქმით, ისრაელს კონფლიქტი არ სურს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ყოყმანის გარეშე დაიცავენ.