თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. შეხვედრაში ერთმანეთს მე-2 ქვეითი ბრიგადის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაუპირისპირდნენ.გამარჯვება მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდა „საუკეთესო ფეხბურთელი“ და „საუკეთესო მეკარე“. ტურნირი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის 12 გუნდი მონაწილეობდა.