უკრაინული მედიის ცნობით, სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებული ხერსონის მაცხოვრებლების განცხადებით, აფეთქებების ხმა გაისმა. ადგილობრივების თქმით, უკრაინა სავარაუდოდ, თავს დაესხა დარიევსკის ხიდს, მდინარე ინგულეცზე და მის გვერდით, რუსული ჯარების პოზიციებს. მედიის ცნობით, მანამდე აფეთქებები ოკუპირებულ ქალაქ ნოვა-კახოვკაში დაფიქსირდა, სადაც საჰაერო იერიშის სირენა გაისმა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამ დრომდე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა ოფიციალური დადასტურება აღნიშნული იერიშის შესახებ. როგორც ცნობილია, აღნიშნული ხიდი იყო ერთ-ერთი, იმ ორი მარშრუტიდან, რითიც რუსეთს ოკუპირებულ ხერსონში ტექნიკის გადატანა შეეძლო.