ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა. მედიის ცნობით, ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად ათობით დაშავებულია. სატელევიზიო მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ „ისრაელმა უშუალო საფრთხის წინააღმდეგ ზუსტი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა“.