ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით სრულად აღიჭურვა. პირველ ეტაპზე, ბენეფიციარებს, სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ. ამ ეტაპზე, დიალიზის სერვისს, ამბროლაურში 15-მდე პაციენტი იღებს.