მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყანის წარმომადგენლები დროებით ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში ადამიანებს მასობრივად აკავებენ. რის შემდეგაც მიმდინარეობს დაკავებულთა წამების პროცესი. გარდა ამისა, ადგილზე მოეწყო საფილტრაციო ბანაკები, პროდუქტების გაცემა კი იზღუდება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პარტნიორებისგან დამატებითი იარაღის მიწოდებას მოითხოვს.