2022 წლის ივნისში, საქართველოში ტურისტული ვიზიტით 306 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126%-ით მეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა.
კერძოდ, ივნისში, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რუსეთიდან 90 ათასს გადააჭარბა. ამასთან, დღეების წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვკლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მქვეთრად იზრდება. ამის მიზეზი კი, საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების რეკორდულად მზარდი რაოდენობაა.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ქალაქებში უცხოელ ვიზიტორთა შორის 99% რუსია. მათივე თქმით, ეს რისკის შემცველია ქვეყნისთვის და საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას გულისხმობს.
ტურისტული ვიზიტების გაზრდის პარალელურად, რა გამოწვევებზე საუბრობს ბიზნესი - "ბიზნეს პალიტრას" კითხვებს ტურისტული სააგენტო "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე პასუხობს