დღეს უკრაინის პორტებს მარცვლეულით დატვირთული კიდევ 3 გემი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრიაკოვი ავრცელებს. მისი თქმით, ამ 3 ხომალდზე ჯამურად 50 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდია. სხვა დეტალების შესახებ მას არაფერი დაუწერია.
ცნობისთვის, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ პარასკევს დაგეგმილი იყო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული 3 გემის გასვლა.