შვეიცარიამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის ფარგლებში, „სბერბანკის“ აქტივები გაყინა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. შეზღუდვები 3 აგვისტოს, ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს 18 ივლისს შეუერთდა.
მთავრობის პრესამსახურის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ახალი სანქციები, ასევე, ოქროსა და ოქროს ნაწარმის მიწოდებაზე ემბარგოს მოიცავს. ამასთან, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაზე არცერთი შეზღუდვა არ მოქმედებს. გადახდებზე შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებამ ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან და ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა.
18 ივლისს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა, რომელიც ოქროს მიწოდებაზე, ასევე, საბუღალტრო, აუდიტისა და საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურებაზე აკრძალვებს მოიცავს. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთთან ასოცირებული 48 პირი, მათ შორის ერთი ვიცე-პრემიერი და ქვეყნის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელი, ასევე, „სბერბანკი“ და რამდენიმე კომპანია.