საფრანგეთის გაზის საცავები უკვე 80%-ით არის სავსე, ხოლო 1-ლი ნოემბრისთვის მათი 100%-ით შევსება იგეგმება. ამის შესახებ ენერგეტიკული გარდამავლობის მინისტრმა, ანეს პანიე-რუნაშემ ტელეკომპანია CNews-ს განუცხადა.
ამავე დროს პმინისტრმა ფრანგებს, განსაკუთრებით კი „ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს“ მოუწოდა, გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარება შეამცირონ, რადგან „ორივე სისტემა ურთიერთკავშირშია.“
მინისტრის თქმით, ეს კლიმატის დათბობის წინააღმდეგ ბრძოლასაც შეუწყობს ხელს.