სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა.
იმ ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს შორის, რომელიც ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს: სიმინდის ფქვილი, რომლის ფასიც 64%-ით არის გაზრდილი; მას მოსდევს პომიდორი - 61.4%-იანი გაძვირებით; მე-3 ადგილზეა ყურძენი - ფასის 57%-იანი მატებით; მე-4 და მე-5 პოზიციებს იკავებს საზამთრო და მარგარინი, რომელთა ფასიც შესაბამისად, 47.8%-თა და 47.7%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, წლიურად გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: ხახვი, მანდარინი, ვაფლი კრემით, შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი და ხორბლის ფქვილი.