HP-ს ახალ გლობალურ კამპანიაში მუშაობის ძველი მეთოდები ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. დიახ, „სამსახურის მომავალიც“ მოგვიახლოვდა და მას ტექნოლოგიური კომპანია გაშლილი ხელებით ხვდება — ახალ კამპანიაში HP პროფესიონალიზმის ნორმების ცვლილებას აღნიშნავს და დისტანციურ თუ ჰიბრიდულ გარემოში შეუცვლელ ბრენდად პოზიციონირებისკენ მიისწრაფვის.
„იმუშავე ბედნიერად“ გმირის ერთ ფილმსა და სამ მოკლე ვიდეოს მოიცავს, თითოეული მუშაობის ძველ კლიშეებს დასცინის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა პროფესიონალურ ცხოვრებაში წარმატებულად ყოფნა. იდეა კი სრულყოფილად Wieden+Kennedy Portland-მა აქცია.
გასაკვირი არც არის, რომ ამ ფილმის მთავარი გმირი სტერეოტიპული მუშაობით შეპყრობილი ადამიანი და ნეგატიურად განწყობილი აღმასრულებელი დირექტორია. მისი სამოსი თუ თმები, ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის რელიკვიას ჰგავს. შესაბამისად, იგი მაყურებელს იმ „ძირითად წესებს“ ასწავლის, რომლებიც მათ „წარმატების“ მისაღწევად დასჭირდებათ. თუმცა ეს ყველაფერი ზუსტად ისეა მოძველებული, როგორც პერსონაჟის ტანსაცმელი. ვიდეოს მთავარი აზრიც აქ იმალება.
რკინით შემოსილ მოძველებული სამუშაო წესების აბსურდულობას ასახავს, რასაც HP-ის მიერ დაპირისპირებული ჰიბრიდული და დისტანციური სამუშაო ცხოვრების სტილი კიდევ უფრო ამძაფრებს.
„თქვენ ადრე მოსვლა დაგჭირდებათ“, — ამბობს „დინოზავრი“ უფროსი.
ამის შემდეგ კი ოკეანეში სერფინგზე მდგომ კაცს ვხედავთ. ამომავალი მზე მის უკან, მისივე „ოფისის“ მიღმა ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. თუმცა ოფისში მხოლოდ სანაპიროზე არსებული ლეპტოპი იგულისხმება და არა, ის, რასაც ჩვენ ტრადიციულად ვგულისხმობთ.
„დაეწებეთ მერხს, რათა თქვენი უფროსი მოხიბლოთ“, — დიახ, ეს ნამდვილად სასაცილოა.
ხოლო გარდა იმისა, რომ ვიდეოში გართობისა და მოგზაურობის თავისუფლებაზე ამახვილებენ ყურადღებას, გმირი განსაკუთრებულად ოჯახურ კავშირებს უსვამს ხაზს — მამაკაცი სახლში მუშაობისას წინ მჯდომ შვილს სასაცილო სახის მიღებით ეთამაშება. თუმცა იმისათვის, რომ არ დაგვავიწყდეს მთავარი, HP-ის კომპიუტერი მთელი ამ დროის განმავლობაში კადრშია.
„თუ არსებობს ერთი რამ, რაშიც დარწმუნებულები ვართ, ის არის, რომ წესები შეიცვალა. როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში, წარმატება და ბედნიერება დღეს იმაზე განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე წლების წინ იყო. HP გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებზეა ფოკუსირებული, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის საუკეთესო გზით იმუშაოთ. ჩვენი კამპანიის მიზანია, ყველამ იპოვოს გზა, რომლითაც ბედნიერად იმუშავებს“, — აცხადებს ქრისტენ ბრესტრაპი Wieden+Kennedy Portland-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.