ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს იმპორტიორებს, ნავთობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შეიტანონ პუნქტი, რომლითაც ექსპორტიორი დაადასტურებს, რომ ნარევი რუსულ კომპონენტს არ შეიცავს. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რასაც რუსული „ტასი“ ავრცელებს.
ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ეკონომიკურ ოპერატორებს, ასევე, ურჩევენ, მიიღონ ზომები გარანტიისთვის, რომ რუსეთის სანქცირებული ნედლი ნავთობის იმპორტი არ მოხდება. ეს უნდა შეეხოს იმ შემთხვევებსაც, როცა რუსული ნედლეული მესამე ქვეყნიდან წარმოშობილი ნავთობის უმეტეს ნაწილთან არის შერეული.
ექსპორტიორს ამის დამტკიცება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევს, როცა წევრი სახელმწიფოს ეროვნული ორგანოები არარუსული პროდუქტის ზუსტი წილის მკაფიო დემონსტრირებას ვერ მოახდენენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირების სერვისებზე აკრძალვის შესაძლებლობებს განიხილავდნენ.