ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიოს ყურადღება ტაივანისკენაა მიპყრობილი. საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს.
მანამდე ჩჩინეთმა აშშ არაერთხელ გააფრთხილა, რომ ნენსი პელოსოს ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანებას, გააუარესებდა ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ტაივანთან, ჩინეთის პროვინციასთან. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვამ 9,012 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი იყო 1,825 მლნ დოლარი, იმპორტი კი 7,187 მლნ დოლარი.
Top-10 პროდუქტს შორის, რასაც საქართველო ტაივანში ყიდულობს ლიდერობს: ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1,470 მლნ დოლარით, მას მოსდევს ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან - 525,5 ათასი დოლარით, მე-3 ადგილზეა - გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, რომლის იმპორტმაც 495,7 ათასი დოლარი შეადგინა; მე-4 და მე-5 პოზიციას კი რეზინის ფეხსაცმელი და ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო მოწყობილობები იკავებენ, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 473,1 ათასი და 347,6 ათასი დოლარი შეადგინა.
ტაივანიდან იმპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: შესაკრავები “ელვა” და მათი ნაწილები, სინთეზური კაუჩუკი, ვიწრო ქსოვილები დანადგარები ნაწარმის საწარმოებლად ქაღალდის ან მუყაოსაგან და წყლები შაქრის დანამატების შემცველობით.