სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა.
გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6 პროცენტით, საცხოვრებელის, წყლის, ელექტროენერგიის, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3 პროცენტიანი მატება, ალკოჰოლური სასმელებისდა თამბაქოს ჯგუფში კი დაფიქსირდა ფასების 8.3 პროცენტიანი მატება.