ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიციის რეალური მიზანი ქვეყნის ევროპული გზა არ არის - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიციის რეალური მიზანი ქვეყნის ევროპული გზა არ არის

2022-07-29 21:45:06+04:00

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიციის რეალური მიზანი ქვეყნის ევროპული გზა არ არის. ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ერთადერთი რაც ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც მისი თქმით ფიასკოთი დასრულდა. ღარიბაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაშ ყოფნის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მათი მმართველობის დროს ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 3 წლის დაგვიანებით დაიწყო.