უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე 156-ე დღეა გრძელდება. ოკუპირებული ქალაქების ქუჩებში დაღუპულთა ცხედრები თვეების განმავლობაში დევს, ქუჩები სავსეა შენობების ნანგრევებით. არაერთი დაპირების მიუხედავად, ოკუპანტები მოსახლეობას წყალს, გაზს და ელექტროენერგიას არ აძლევენ. პოზიტიური სიახლეა, რომ რუსები ლუგანსკის ფრონტის ხაზის გარღვევას ვერ ახერხებენ და მტრის ყველა მცდელობა შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს. რუსი დამპყრობლები ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს თავს დაესხნენ. ოკუპანტებმა ქალაში 2 ბომბი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი 2-სართულიან სახლს მოხვდა. როგორც ცნობილია, ამ მომენტისთვის ადგილზე მაშველები იმყოფებიან და ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობენ.