იმ ფონზე როდესაც, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებისა და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთი ხდება, საქართველოს პრემიერ მინისტრი პოლიტიკოსებს ზედმეტი აჟიოტაჟისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ კოდორის ხეობის დაკარგვა, უგუნური მოქმედებით მოხდა, ამიტომ სწორი პოზიცია ახლა აჟიოტაჟის გარეშე, გონივრული პოლიტიკური ქმედებებია. ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას სტრატეგია აღმაშენებელში ეხმაურებიან. გიორგი ვაშაძე პრემიერის ნათქვამით გაკვირვებულია და მას სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს.