MTV VMA-ის წლევანდელი ნომინანტების ვინაობა ცნობილია - Palitra News

MTV VMA-ის წლევანდელი ნომინანტების ვინაობა ცნობილია

2022-07-29 10:13:14+04:00

მუსიკის სამყაროში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა — MTV VMAs, იგივე MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება — მოახლოვდა. პრესტიჟულ ღონისძიებაზე პრიზებს წელს 22 კატეგორიაში გასცემენ, მათგან ორი კი ახალი ნომინაციაა: წლის საუკეთესო გრძელქრონომეტრაჟიანი ვიდეო და წლის საუკეთესო პერფორმანსი მეტავერსში.

წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტ ნომინაციაში ჯეკ ჰარლოუ, კენდრიკ ლამარი და Lil Nas X არიან წარდგენილები — ისინი შვიდ კატეგორიაში იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. მათთან ერთად, კვლავაც არაერთ ნომინაციაში წარადგინეს კარგად ნაცნობი სახელები: ჰარი სტაილსი, ბილი აილიში, დრეიკი, დუა ლიპა, ედ შირანი, ტეილორ სვიფტი და სხვები.