"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ვიქტორ ჰიუგოს ისტორიული ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1831 წელს , საფრანგეთში გამომცემლის Charles Gosselin -ის მიერ ფრანგულ ენაზე გამოიცა.
წიგნში ასახულია მეთხუთმეტე საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის, არქიდიაკონ კლოდ ფროლოს მახინჯ ზართა მრეკველ კვაზიმოდოსა და ულამაზესი ბოშა ქალ, ესმერალდას ირგვლივ. კროდ ფროლო, პარიზულ საზოგადოებაში დიდი გავლენების მქონე ღვთისმსახურია, რომელმაც, ქუჩაში მიტოვებული კვაზიმოდო აღზარდა და ტაძარში ცხოვრების ნება დართო. ფროლო, რომელიც ესმერალდას მიმართ გულგრილი არაა, გოგონას მხრიდან უპასუხო გრძნობის პასუხად, გადაწყვეტს მას სამაგიერო გადაუხადოს და მის მიერ ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს, რომელისთვის ესმერალდას სიკვდილით დასჯა ემუქრება, თავად ღვთისმსახური კი ამ პროცესის მონაწილე გახლავთ. იმ დროს როცა ესმერალდას განაჩენი უნდა აღსრულდეს, მოულოდნელად კვაზიმოდო გადაწვეტს ხელი შეუშალოს უსამართლო განაჩენის აღსრულებას ქალის მიმართ, რომელზეც თავდავიწყებითაა შეყვარებული და იხსნის მას. თუმცა გულცივი და ბოროტი ღვთის მსახური მაინც ახერხებს ესმერალდასთვის გამოტანილი განაჩენის საბოლოოდ აღსრულებას, რის შემდეგაც მას კვაზიმოდო სახურავიდან აგებს და კლავს, ამის შემდეგ კი ის უკვალოდ ქრება.
ვიქტორ ჰიუგო 1802 წლის 26 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში დაიბადა, ბავშვობა მან პარიზში გაატრა. ლექსების წერა ჭაბუკობიდანვე დაიწყო და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიის ჯილდოც მიიღო. 1819 წელს ძმებთან ერთად დაარსა ჟურნალი Le conservateur litteraire-ი, რითიც ლიტერატურულ წრეებში მოიპოვა ცნობადობა. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოიკვეთა როგორც რომანტიზმის წინამძღვარი, მისი შემოქმედება უკვე მოიცავდა არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებსაც.
1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს, თუმცა 1843 წელს მისი ერთ-ერთი ქალიშვილის დაღუპვამ მწერლის ცხორება სრულიად შეიცვალა, მან 10 წლის მანძილზე თავი გაანება ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავი პოლიტიკურ საქმიანობას მიუძღვნა. 1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მას მოუწია ქვეყნიდან გაქცევა და 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობდა, სადაც ის მიუბრუნდა სამწერლო საქმიანობას. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ ჰიუგო პარიზში დაბრუნდა, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდად იყო ქცეული. მწერალი 1885 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა , დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი, ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ ადაპტირებული რომანია, ის დროის სხვა და სხვა მონაკვეთში 15-ჯერ გამოვიდა ტელეეკრანებზე სრულმეტრაჟიანი ფილმის სახით, ის ასევე ადაპრიტერულია ტელესერიალებისა და მულტფილმის სახით, თეატრსა და ბალეტში, რადიოში, კომიქსებსა თუ ვიდეო თამაშებში.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს, "პალიტრა ელის" სერიაში „მინი წიგნების კოლექცია“ და ის ამ დროიდან ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისათვის "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე Palitral.ge