რატომ განახევრდა მოცვის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე - "ფასების ვარდნა გაგრძელდება" - Palitra News

რატომ განახევრდა მოცვის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე - "ფასების ვარდნა გაგრძელდება"

2022-07-28 07:45:13+04:00

ადგილობრივ ბაზარზე მოცვის ფასი განახევრებულია. თუ შარშან ერთი კილოგრამი პროდუქტის ფასი 26 ლარს აღწევდა, წელს მისი ღირებულება 10-12 ლარს შეადგენს.

როგორც შპს „მოცვის“ დამფუძნებელმა ზვიად მირიანაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ ქვეყანაში მოცვის წარმოება გაიზარდა, ფერმერების დიდი ნაწილს კი საერთაშორისო სერთიფიკატი არ აქვს, შესაბამისად, ექსპორტზე ვერ გააქვთ; მეორე მიზეზი კი უამინდობაა.

ზვიად მირიანაშვილის თქმით, მოსავლის აღება დაგვიანდა, პროდუქტის ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც ფერმერები იძულებული არიან მოცვი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდონ, რადგან მისი ქვეყნიდან ტრანსპორტირება ვერ განხორციელდება.