სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება - Palitra News

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება

2022-07-27 21:10:03+04:00

ქვეყანა გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნანა შაშიაშვილმა განაცხადა.

როგორც ნანა შაშიაშვილი აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენსული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.